ხარკოვში უკრაინელი ეროვნული გვარდიის დანაყოფმა რუსული სამხედრო მოიერიშე ჩამოაგდო.
ხარკოვის ოლქის თავდაცვის შტაბის უფროსის კონსტანტინ ნიმიჩოვის თქმით, უკრაინულმა მხარემ მოიერიშე მოიგერია, სამხედრო თვითმფრინავში მჯდომი რუსი ჯარისკაცი კი ადგილზე გარდაიცვალა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაზვერვა დღეს რუსული სამხედრო მოიერიშეების თავდასხმას ელის.